ნებისმიერ თავმოყვარე დასაწყისს ახლავს გაგრძელება.

კაცობრიობამ მოაღწია დღემდე. იმდენი ტკეპნეს მიწა, იმდენი იფიქრეს, იმდენი იომეს და იწვალეს რომ საცოდაობა იქნება ამდენი შრომა, ტანჯვა და მოთმენა არ დაუფასო ადამის მოდგმას. ანდა მთლიანად მოდგმას არა, უფრო იმ გამორჩეულ ნათელ გონებებს და ბელადებს ვინც პირდაპირ თუ ფარულად წყვეტდა რა ბილიკებით უნდა ეკვლია გზა გაუგებრობისკენ და მხოლოდ თვითგადარჩენისკენ მიდრეკილ მრავალფეროვან ბრბოს. მე ადამიანს, როგოც ცალკე აღებულ არსებას, დიდ პატივს ვცემ.

დღეს ყველაფერი ისე აღარ არის როგორც ადრე იყო. თითქოს გარემო გამოგვეცალა ხელიდან. მხოლოდ თავლები არ გყოფნის დასანახად, არც სმენა გყოფნის გასაგონად და ენა გემოს გასასინჯად. გარემოს აღქმა უკვე მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში. როგორ ხედავ სამყაროს განაპირობებს შენს პიროვნულ თვისებებს, მიდრეკილებებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, მრწამსს, განათლებას, სამსახურს, შვილების ყოლის სურვილს და რაოდენობასაც კი.

როგორ სამყაროსაც აღიქვამ, ისეთ სამყაროს იქმნი შენს შიგნით და დიდია ალბათობა ამას ვერც კი აცნობიერებდე. საკუთარი თავის უენებლიე გარდაქმნის შემჩნევა ხომ ყველას უმძიმს.

აღქმის პროცესზე უდიდეს ეფექტს ახდენს ვიზუალი, ანუ თვალით დანახული გარემო თუ ობიექტი. რამდენიც არ უნდა ილაყბონ და გაინაზონ შინაგანი თვისებების აღმატებულებაზე ამ ფაქტს მაინც ვერ შეცვლი, გარეგანი შეხედულება ახდენს უდიდეს ეფექტს ადამიანის ცნობიერზე და აუცილებლად ოდნავ მაინც უნდა მოხიბლოს ის, რომ ყკვე უბიძგოს უხილავ შინაგან ღირებულებებში ჩაძიებისკენ.

ადამიანის შექმნიდან თანმდევი თანდაყოლილი კითხვა, რომელიც შემდეგ პრობლემაში და მოგვიანებით კი მსოფლმხედველობებში და რელიგიებში გადაიზარდა, ეხებოდა და ეხება სამყაროს ობიექტურ აღქმას, მის წარმომავლობას და თვითონ ადამიანის ადგილს მასში. ჩვენამდე შემორჩენილი უპირველესი მოაზროვნეების ნაშრომები უმეტესად ამ თემის გარშემო ტრიალებენ. ამ კითვების საპასუხოდ წარმოიშვა პირველი მეცნიერებებიც. დღემდე, ჭკვიანი ჰაბიტუსის და ოდნავ ამპარტავანი გამომეტყველების მქონე უმეტესად სათვალეებიანი საშუალო ასაკს გადაცდენილი მოხდენილად ჭარბწონიანი დამსახურებული ინდივიდები იმტვრევენ თავს ამ საიდუმლოდ ქცეული კითვის დასაძლევად.

რას წარმოადგენს ჩვენი სამყარო? ამ კითვაზე პასუხის მისაღებად ალბათ ექვსი მილიარდი ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვაც კი ღირს. არა, ნამდვილად ღირს.

აღქმის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს უჭირთ მარტივად შეხედონ ასეთ კომპლექსურ საკითხს. ჰმ, ისე ყველაფერი რომ მართლა ასე მარტივი იყოს ვისღა ააწეწავდნენ გაბერილ გადასახადებს ნახევარი ჩინოვნიკების საყვარლების ახალ მანქანებზე და ნახევარიც სამეცნიერო კვლევებზე და აფრიკაში შიმშილის დამარცხებაზე რომ მიდის.

ეს ირონიული მსუბუქადანარქისტული გამოხტომები რომ იქით იყოს, მე მსურს გაგიზიაროთ სამყაროს აღქმის ჩემეული მეთოდი, როგორც ასეთი.

ყველაფერი იწყება იქიდან, რომ თქვენს გარემოს აცლით ყველაფერ უქმად მიბმულს, გადაჭარბებულს და ზედმეტს. სული, შიმშილობა, მოჩვენება, დრამა კანადაში გაყრილი ცოლ-ქმრის ბავშვის გაყოფის დავაზე, ზებუნებრივი ძალების გავლენა ჩვენს უბადრუკ სიცოცხლეებზე, ბედი, იღბალი, მადლი და ა.შ. მიმიხვდით ალბათ. რჩება მხოლოდ არემარე თეთრი ჩონჩხით, კარკასი, რჩება სამყარო ისეთი, როგორიც არის მოცემული. ჰმ, ისე მათემატიკურ ფორმულას წააგავს ჟღერადობით: სამყარო უნდა აღიქვა ისე, როგორც არის მოცემული. მომეწონა.

ყოველდღიური პრობლემები, უამრავი ადამიანი რომელიც დახმარებას ითხოვს და ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც ერთს ისე გავუწოდოთ ხელი, რომ ბოლომდე წამოვაყენოთ ფეხზე, არასწორი მოქმედებებით და ცუდი შედეგებით გამოწვეული უიღბლობის და იმედგაცრუების დეპრესია, ფარისევლობის და პირფერობის ზეიმი, მუდმივი შიში ან დაშინება, ტერორი ტვინზე, საშინელი წარსული და გაუგებარი მომავალი – ეს ყველაფერი შეუძლებელია ექვემდებარებოდეს სამყაროს საერთო კანონზიმიერებას, ეკუთვნოდეს ამ უშველებელ უზუსტეს მექანიზმს. ამიტომ გადაყარეთ ყველაფერი, იყურეთ მხოლოდ წინ, უსმინეთ მხოლოდ იმას რაც ყურსასმენებიდან გიჩხავით, იფიქრეთ მომავალზე და თქვენს ადგილზე ამ მომავალში.

მე არანაირად არ მინდა და იმედი მაქ არც გამომდის ინერტულობის და გულგრილობის ქადაგება, პირიქით, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მოცემული რეალობის პირობებში ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლებელია. უნდა მოხდეს რაღაც სერიოზული გარღვევა, დიდი მღელვარება რომელიც ქვასაც კი არ დატოვებს შეუნჯღრევლად, უნდა გასკდეს და აფეთქდეს დღევანდელი სიხარბესა და გაუმაძღრობაზე აგებული სისტემა, კაციბრიობა უნდა ავიდეს ახალ საფეხურზე, ახალ დონეზე, ან არადა უნდა განადგურდეს და მოისპოს ისე, თითქოს მას არც კი უარსებია.

ღმერთი უდიდესი არქიტექტორია, მან იდეალურად ააგო და დაალაგა ყველაფერი, ყველა ქმნილებას მიუჩინა ადგილი ამ წარმოუდგენლად დიდ უკიდეგანო სამყაროში. მან საათივით მომართა ეს მექანანიზმი და დაასრულა თავისი უკეთილშობილესი საქმე. ვინ იფიქრებდა რომ ადამიანად წოდებული პატარა წერტილი ამ სამყაროში ასე არევდარევდა ყველაფერს.

დროა ყველაფერი დაუბრუნდეს წესრიგს.

პირველი იყო სიტყვა და ისტყვა ესე იყო ღმერთი. როგორც ყველაფერ გაუგებარს, ჩვენს სამყაროსაც მოუგონეს დასაწყისი.

ჩვენს სამყაროს – ეს ხაზგასმით.

რაიმეს დაწყება ყოველთვის მეტ გამბედაობას მოითხოვს ვიდრე ცოდნას, უნარს ან საშუალებას. გამბედაობის გარეშე ადამიანი ვერასოდეს აღმოაჩენდა თავის ამოუწურავ ძალას, შესაძლებლობებს,  მპყრობელობის იმ ძვირფას უნარს რამაც საშუალება მისცა გაბატონებულიყო მზის სისტემის ამ მშვენიერ მოცისფრო კუთხეზე და მის დანარჩენ მკვიდრებზე.

გამბედაობამ შვა ადამიანი ადამიანად, აღმოჩენის დაუოკებელმა წადილმა, ტიტანურმა მიზანსწრაფვამ მოიტანა ეს ყველაფერი რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია.

ძირითადი ინსტინქტი თუ შეიძლება ეწოდოს რამეს, პირველ რიგში ეს იქნებოდა გამბედაობა.

გაბედა ადამიანმა და აღმოაჩინა სამყარო. სამყაროს აღმოჩენასთან ერთად მან ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი თავის აღმოჩენაც. საკუთარი თავის აღმოჩენამ უბიძგა სხვა ადმიანების გაცნობისა და გაგებისკენ. ადამიანმა დაიწყო მსგავსი ნიშნებით თავისნაირი ადამიანების გამორჩევა. ასე ჩაეყარა საფუძველი უპირველეს და დღევანდელზე ოდნავ პრიმიტიულ საზოგადოებას.

 საზოგადოება – ადამიანების და მსგავსი ცხოველების ქაოტური განლაგება დროსა და სივრცეში – დახშულ, ყრუ სივრცეში.

დაიწყო კაცობრიობის აღმასვლის ახალი ფაზა. საზოგადოებებმა ჩამოაყალიბეს მსოფლმხედველობები, მითოლოგიები, რელიგიები, მათ დაიპყრეს ციხესიმაგრეები, მოკლეს მეფეები, გაავლეს საზღვრები, ააშენეს ცათამბჯენები, მოიგონეს ტელევიზორი, რადიო, მიქსერი, ნახევარფაბრიკატი საჩმელი, ეკლესიაში სიარული კვირაობით, ნათურა, მანქანა;  პირამიდებიც მაგათ ააშენეს.

საზოგადოებამ ააფოფხიალა ადამიანი მწვერვალზე. ახალი, ტექნოლოგიურ-სოციალური და ტექნოლოგიურად სოციალური ღირებულებების ნაკადით გადატბორა ინდივიდუალური გონებები. ყველაფერი დადის პროკლამაციების დონეზე, მიწის თხილსაც რომ ყიდულობ მაღაზიაში უდიდესია ალბათობა რომ ეს შენი გულწრფელი არჩევანი არ არის, არამედ ვიღაც თეთრსაყელოიანის კარგი მუშაობის შედეგია შენს ტვინზე, შეიძლება კარგი რეკლამაა, ან უბრალოდ ვიღაცამ დაგაჯერა რომ ეგ მიწისთხილი ლუდზე მიდის კარგად იმ დროს როცა შენთვითონ ეგ არასოდეს შეგიმჩნევია და რომ არ ეთქვათ ვერც ვერასდროს დაუკვირდებოდი ამას.

და მარტო ამას? რომ არ ეთქვათ კიდევ რამდენ რაღაცას არ დაუკვირდებოდი? ერთხელ მაინც გაჩერებულხარ და გიკითხია შენი თავისთვის – “მოიცა, რას ვაკეთებ, ეს რა საჭიროა?” ან უბრალოდ ბოლოს როდის გაჩერდი გახსოვს?

დასაწყისისთვის საკმარისია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ან საერთოდ ვიფიქრე თუ არა, შევქმენი ეს ბლოგად წოდებული ელექტროპროდუქტი.

ამ ბლოგის მიზანია რაც შეიძლება მეტი თითქმის მიუღებელი ნააზრევი დაიდოს და გავრცელდეს. მე ძალიან მინდა ბევრ ჩამოუყალიბებელ მოზარდს გამოვურეცხო ტვინი და თავში ჩავუნერგო ცხოვრების ჩემეული ხედვა.

ეს არის Catchthirtythree.

 მე ვარ  Monox.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.